გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს 65%-ზე მეტი აქვს მთიანი მასივი, ეს არის სიმდიდრე რომლის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საფრანგეთთან ხელი მოეწერა სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულებას. პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანია.
„მთის მიმართულებით, არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებში, არამედ გიდებისა და მარშრუტების მომზადების და ა.შ პროცესში შეგვიძლია, მთელი ჩვენი სამთო რეგიონები ძალიან მნიშვნელოვნად ჩავრთოთ. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება. არამედ, აქ შეიძლება მთელი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელი. გადამზადება გიდებად, იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებთათვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ და, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 65%-ზე მეტი აქვს მთიანი მასივი. ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომლის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავოსის ფორუმის ფარგლებში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები კიდევ ერთხელ შეაჯამა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები