რომან კაკულია: საჭიროა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების ადეკვატურად შეფასება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო ორგანოების მიმართ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, აფასებს.
მისი თქმით, კონკურენციის სააგენტო აცხადებს, რომ გონივრული ეჭვის სტანდარტი არ არსებობს, რათა ეჭვის თვალით იქნას დანახული ეს ყველაფერი და მოკვლევა დაიწყოს.
„ანუ მათ არ მიიჩნიეს საკმარისად წარდგენილი ინფორმაცია. ნამდვილად არ მაქვს არავითარი საფუძველი, არ ვენდო ამ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, ასეთი გახმაურებული საქმის პირობებში ტენდენციურობაზე არავითარი ეჭვი არ მაქვს, რადგან ჩვენი პრემიერი თავისი ბუნებით არის ჰუმანური ადამიანი, საკმაოდ მივაჩვიეთ ის დაუმსახურებელ კრიტიკას. აქედან გამომდინარე, რადგან ასეთი გადაწყვეტილება დადგა, რასაც მე ნამდვილად ვენდობი, მგონია, რომ მოპირდაპირე მხარემაც ზუსტად ეს მიდგომა უნდა გაითვალისწინოს, რომ მათაც ადეკვატური შეფასება გააკეთონ, რათა მათი საქმიანობა ობიექტურად იყოს აღქმული საზოგადოების მიერ“- განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, პირველადი შესწავლა ამ საკითხის, იმ მიზანს ემსახურება,რომ ბოლომდე მოიხსნას კითხვები თუ კი რამე შეიძლება არსებობდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები