რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 00:00-დან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, გადაიკეტება.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები