შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოს (ბათუმი) და სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე ჰასსან ტ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფის დასაცავ მონაკვეთზე დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰასსან ტ. სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=VESBXjer8CU&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები