პარიზში, ლუვრის მუზეუმი გაქურდეს
პარიზში, ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კულტურის მინისტრი ადასტურებს. რაშიდა დატის ცნობით ძარცვა მუზეუმის გახსნის დროს მოხდა.
„დღეს დილით ლუვრის გახსნის დროს ძარცვა მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მე ადგილზე მუზეუმის პერსონალთან და პოლიციასთან ერთად ვარ. მიმდინარეობს გამოძიება“, – წერს საფრანგეთის კულტურის მინისტრი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა.
ოფიციალური განცხადება გავრცელდა ლუვრის მუზეუმის სოციალური ქსელშიც, სადაც აღნიშნულია, რომ მუზეუმი დღეს დახურული იქნება.