სოხუმში უცნობმა პირებმა მორგი გაქურდეს

დე ფაქტო აფხაზეთის მედიის ცნობით, ღამით სოხუმში მორგი გაქურდეს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დამნაშავეებმა კარი ჩაამტვრიეს, მორგის შენობაში შეაღწიეს და სეიფი გახსნეს. ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს. ამ დროისათვის, მძარცველების ვინაობა და ადგილსამყოფელი უცნობია, სამართალდამცველებს არც მოპარული თანხის ოდენობა აღუნიშნავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები