იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა(ვიდეო)

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილთან, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ივატეს სანაპიროსთან, დაახლოებით 50 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. სტიქიის შემდეგ ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილი და შემოწმდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. ამ დროისთვის ბირთვულ ელექტროსადგურებზე რაიმე სახის დაზიანების ან შეფერხების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლისა და მასშტაბური ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ხელისუფლება ვითარების მონიტორინგს აგრძელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც მედია აღნიშნავს, იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები