თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ონლაინმაღაზია ექნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს პირველი ონლაინ ბრენდმაღაზიის (www.tsustore.ge) პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. თიბისის და თსუ-ს თამანშრომლობა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების დაგეგმვის გარდა, უნივერსიტეტის მარკეტინგული კომუნიკაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს.

www.tsustore.ge -ზე წარმოდგენილია სამოსი და აქსესუარები თსუ-ს ბრენდირებით.  ონლაინმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, ისე კურსდამთავრებულებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

უნივერსტეტისთვის შექმნილი დიზაინით გაფორმებული ნივთები მუდმივად განახლდება. თსუ-ს სტუდენტები და თანამშრომლები უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

www.tsustore.ge-ის მსგავსი მაღაზია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უნივერსიტეტს აქვს.  დღეიდან მათ თსუ-ც შეუერთდა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები