„თუ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ექნება ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი”
„თუ პოლიციელის მხრიდან ექნება უფლებამოსილებას გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი და შესაბამისად ვიმოქმედებთ“ – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, განაცხადა. გორგანაშვილს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა – შენახვას ედავება. თავის მხრივ ის პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
პროკურატურამ გიორგი გიორგნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციელების უფლებამოისილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება იქნება შელახული ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი.
ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მის უფლებამოსილებას გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა დაველოდებით პროკურატურის გამოძიების დასრულებას და ვნახავთ ამის შედეგებს. თუ ჩვენმა თანამშრომლებმა დანაშაული ჩაიდინეს ან გადაამეტეს მათ უფლებამოსილებას, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.