ნიუ-იორკში მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა (ფოტო, ვიდეო)

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი დაჭრა. როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, ინციდენტი 2 მამაკაცს შორის შელაპარეკებას მოჰყვა.
პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცის სამიზნე 2 ადამიანი იყო, მესამე კი სრულიად შემთხვევით დაიჭრა, რადგან სროლის დროს მსხვერპლი იმ ალკოჰოლის მაღაზიასთნ იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2 ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მათზე ძებნაა გამოცხადებული.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები