ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს“ სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. დაშავებულია ათობით ადამიანი.
სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა გერმანიაში, სამი – ნიდერლანდებში, ერთი – ბელგიაში და ერთი – იტალიაში. ქარიშხალმა მასშტაბური სატრანსპორტო პრობლემები გამოიწვია გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში. ძლიერმა ქარმა, რომლის სიჩქარე საათში 140 კმ-ს აღწევდა, მოგლიჯა ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
უამინდობის გამო გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც.