ზღვაზე 6 ბალიან შტორმს ელოდებიან – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

0

გარემოს ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, 18 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 20  იანვრის დღის პირველ ნახევრამდე,  საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში იქროლებს ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი  ქარი,  მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ქარბუქი, ზღვაზე კი 4–6 ბალიანი შტორმი.

როგორც „კვირას“ სააგენტოდან აცნობეს, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი