თამარ ჩუგოშვილი NDI-ს კვლევებზე: მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობის მხრივ, პარლამენტი უნდა გააქტიურდეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი NDI-ს მიერ, ჩატარებულ კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების მეტი ჩართულობაა საჭირო, რაზეც პარლამენტს გარკვეული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
“ტენდენცია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მოსახლეობას ვერ ფარავენ, სამწუხაროა, მაგრამ მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა და განცდა იმისა, რომ ამომრჩეველს შეუძლია ხმა მიაწვდინოს თავის მაჟორიტარ დეპუტატს, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ ამ კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და პარლამენტი ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს”,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა – არ იცოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები