თურქეთში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 სამხედრო დაიღუპა

0

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, 3 სამხედრო პირი დაიღუპა.
თვითმფრინავზე 2 პილოტი და ერთი ტექნიკოსი იმყოფებოდა, როდესაც ის, ისპარატას პროვინციაში გაურკვეველი მიზეზების გამო, ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამართლდამცველებმა ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ვერ დაასახელეს, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, კატასტროფა ნისლმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი