საფრანგეთის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ
საფრანგეთის დეპარტამენტ ესონში ოთხი უცხოელი პატიმარი ციხიდან გაიქცა. ამის შესახებ, ფრანგული მედია იუწყება. პატიმრები ქალაქ პალეზოს ციხეში იხდიდნენ სასჯელს. მათ ფანჯრების გისოსები გადახერხეს და გადაბმული ზეწრებით ფანჯრიდან გაქცევა შეძლეს.
ჯერ-ჯერობით გაქცეულების წარმომავლობა არ ხმაურდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საფრანგეთში, ციხის ზედამხედველების გაფიცვა მიმდინარეობს. პოლიციის პროფკავშირი პროტესტს გამოხატავს იმის გამო, რომ 20 მსჯავრდებულზე მხოლოდ 4 პოლიციელია, რომლებსაც რამდენიმე ცვლაში უწევთ მუშაობა.