მარიკ დუდაევის მკვლელმა მიმალვა შეძლო

0

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგამოძიებო უწყებამ დაადგინა მარიკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სოფელ არცეუს მკვიდრის, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევის წინააღმდეგ. ის მისი თანასოფლელის, მარიკ დუდაევის მკვლელობაშია ბრალდებული.
მკვლელობა გუშინ საღამოს ამავე სოფელში მოხდა. ბრალდებულმა დუდაევს თავის არეში ესროლა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

„აღნიშნულ ფაქტზე, გენერალური პროკურატურის მიერ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „მკვლელობის“ და „ცეცხლსასროლი იარაღის“ უკანონო ფლობის“ მუხლებით. ამ დროისთვის მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებები მომხდარის მიზეზების, კაზიევის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით“- განუცხადეს ადგილობრივ ჟურნალისტებს დე ფაქტო პროკურატურაში.
ასევე, როგორც საინფორმაციო საშუალებები განმარტავენ, მკვლელობამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ კი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურმან ჯიოევმა განაცხადა, რომ “თუ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს აფარებს თავს და ეს ინფორმაცია დადასტურდება, საქართველოს ხელისფულებასთან არსებული მექანიზმებით, ყველფერს გავაკეთებთ, რათა მისი ცხინვალში ექსტრადირება მოხდეს.”

კომენტარები

კომენტარი