პაკისტანში ამერიკულმა დრონმა თავდასხმა განახორციელა
პაკისტანში ამერიკულმა დრონმა თავდასხმა განახორციელა, შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ქურამის რეგიონისთვის იყო განკუთვნილი.
თავდასხმის შედეგად რეგიონში პანიკა ატყდა, დაზარელებულის იდენტიფიკაცია ამ დრომდე არ მოხდენილა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე, ამერიკული დრონის თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ბრალდებების გამო, პაკისტანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უფრო იძაბება.