კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კოლუმბიაში, სამხედრო ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა, შედეგად 8 სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „reuters.com“ ავრცელებს.
საავიაციო დივიზიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიონ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები. ამ დროისთვის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები