კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

0

ცენტრალურ კოლუმბიაში ხიდი ჩამოინგრა. შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით კი, 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ინციდენტის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამსახურს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ხიდის ჩამონგრევისას დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ინფორმაციას „ndtv.com“ ავრცელებს.
კოლუმბიის სამოქალაქო თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ადამიანები, რომლებიც ხიდის ნგრევისას 280 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნენ, კონსტრუქციის მუშები იყვნენ.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს 9 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი