ტაილანდში ნარკოვაჭრობისთვის რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეები დააკავეს

0

ტაილანდში ნარკოვაჭრობისთვის, რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეები დააკავეს, რომლებმაც სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცეს და განაცხადეს, რომ ისინი კუნძულზე მდებარე გასართობ ადგილებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩნდათ: 145 გრამი „MDM“, 1.58 გრამი კეტამინი, 3,78 გრამი მეტამფეტამინი, მარიხუანა და 200 000 „ტაილანდური ბატი“.
პოლიციამ, ამერიკისა და რუსეთის მოქალაქეები ნარკოტიკების გასაღებისა და შენახვის ბრალდებით დააკავა, ინფორმაციას სააგენტო „life.ru“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი