კოსოვოში სერბი პოლიტიკოსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
ოსოვოში, სერბეთის პოლიტიკური პარტია „თავისუფლება, დემოკრატია, სიმართლის“ ერთ-ერთი ლიდერი ოლივერ ივანოვიჩი მოკლეს. ინფორმაციას „Интерфакс“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სერბი პოლიტიკოსს ცეცხლსასროლი იარაღი გულ-მკერდის არეში 5- ჯერ ესროლეს, მისი გადაყვანა საავადმყოფოში დროულად მოხერხდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მკვლელობიდან რამდენიმე ხანში, სამართალდამცველებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში დამწვარი მანქანა აღმოაჩინეს, რომლიდანაც, სავარუდოდ, პოლიტიკოსს ესროლეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა, უშიშროების საგანგებო სხდომა მოიწვია.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ, ევროკავშირში სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები შეწყდა.