„შერლოკის“ ვარსკვლავი ბენედიქტ კამბერბაჩი ლონდონის მუსიკალური და დრამატული ხელოვნების აკადემიის (LAMDA) პრეზიდენტად დაინიშნა
ბრიტანული ტელესერიალის „შერლოკის“ ვარსკვლავი, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბაჩი, რომელმაც ლონდონის მუსიკალური და დრამატული ხელოვნების აკადემია 2000 წელს დაამთავრა, ამავე აკადემიის პრეზიდენტად დაინიშნა. მან მოვალეობების შესრულება დღეს, 16 იანვარს დაიწყო. კამბერბაჩმა ამ პოსტზე ტიმოთი უესტი შეცვალა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტი 31 წლის განმავლობაში იყო.
თავად მსახიობი აცხადებს, რომ ასეთი შესაძლებლობის გამო მოხარულია და თავის წინამორბედს, გაწეული სამუშაოსთვის, მადლობას უხდის. აკადემიის დირექტორმა ჯოანა რიდმა კამბერბაჩი „ფანტასტიურ მსახიობად“ დაახასიათა, რომლის იდეებიც შეიძლება იყოს სასარგებლო როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.