საბერძნეთში მარიხუანას ფართომასშტაბიანი წარმოება დაიწყება
საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, მარიხუანას ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის ქვეყანას ყველა პირობა გააჩნია. ინფორმაციას სააგენტო „life.ru“ ავრცელებს.
საბერძნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქვეყანაში იდეალური კლიმატური პირობებია, რათა მოვიყვანოთ მარიხუანა, რომელიც ხელს შეუწყობს საბერძნეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „Athens Cannabis Expo 2018“, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა მარიხუანას სამედიცინო და სამრეწველო გამოყენებაზე ისაუბრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიხუანას ფარმაცევტული გამოყენების შესახებ კანონპროექტს, პარლამენტში უახლოეს მომავალში განიხილავენ.