NDI მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს მედიას აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს თემაზე: “საზოგადოების განწყობა საქართველოში”. როგორც “კვირას“ NDI-დან აცნობეს, კვლევის პრეზენტაცია 12:00 საათზე, სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება. პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეულნი. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები, 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს (Sida) და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები