იუსტიციის მინისტრმა რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა – პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები.
“იუსტიციის მინისტრმა რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს”, – წერია ინფორმაციაში.