ლიბიის დედაქალაქში შეიარაღებულ თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

ლიბიის დედაქალაქში მდებარე აეროპორტში, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თავდასხმა განახორციელა, თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა. ინფრომაციას სააგენტო „vesti.ru“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები ლიბიაში მოქმედ ორ დაჯგუფებას შორის მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა მზგავრების ევაკუაცია განახორციელეს, აეროპორტის ადმინისტრაციამ კი რამდენიმე ფრენა გააუქმა.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია, ინციდენტის მიზიზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი