რადასთან ძალოვანებს და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა – დაშავდა პოლიციელი

უკრაინის უმაღლესი რადას შენობასთან, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, შეტაკება მოხდა.
დაშავებულია პოლიციელი. მომიტინგეებმა საბურავების დაწვის შემდეგ, რუსული დროშის დაწვა სცადეს. აქციის მონაწილეები დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონის მიღებას და რუსეთის „აგრესორად“ ცნობას ითხოვენ.
რადას ირგვლივ 4 ათასამდე ძალოვანია მობილიზებული. ამის შესახებ უკრაინული პორტალი „112.უა“ იუწყება. ამავე რესურსის ცნობით, მაშველები და პოლიციელები ცდილობდნენ ალმოდებული ნივთების და საბურავების ჩაქრობას, თუმცა პროტესტანტებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთის სროლა დაიწყეს. ამ დროისთვის დაკავებულია ერთი პირი, ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა, სიტუაციას ძალოვანები აკონტროლებენ.
ამ წუთებში პარლამენტში დონბასის რეინტეგრაციის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. სწორედ ამასთან დაკავშირებით, რადას მიმდებარედ, დოკუმენტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები