“თუ იქნება გრძელვადიანი ტენდენცია ევროკავშირის და დავინახავთ, რომ ევროკავშირის მიმართ განწყობები იცვლება, მაშინ ცხადია, უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა დღეს ამას ვერ ვხედავთ”,-ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ევროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღევანდელი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ისინი ამ კვლევებს თვალ-ყურს ადევნებენ და დიდ ყურადღებას უთმობენ.
„ბოლო კვლევაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, რყევის დიაპაზონი ხან ზევით ადის, ხან ჩადის დაბლა. არ მგონია, რომ ეს რამე კონკრეტულს უნდა დავუკავშიროთ. ეს უკვე საზოგადოებრივი აზრის მკვლევართა და პოლიტიკური ანალიტიკოსების საქმეა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ ამ კვლევებს და დიდ ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა მიზეზების ახსნაზე დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ. რა თქმა უნდა, თუ იქნება გრძელვადიანი ტენდენცია ევროკავშირის და დავინახავთ, რომ ევროკავშირის მიმართ განწყობები იცვლება, მაშინ ცხადია, უფრო მეტ ყურადღება მოითხოვს, თუმცა დღეს ამას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.