რუსი ტურისტი თვითმფრინავში გულის შეტევით გარდაიცვალა

0

თვითმფრინავმა, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში უნდა დამჯდარიყო, კანადაში იძულებითი დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის ბორტზე რუსი ტურისტი ცუდად გახდა, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა, ექიმება მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს, მგზავრი გულის შეტევით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, პილოტებმა კი თვითმფრინავის საგანგებო დაშვება უახლოეს აეროპორტში განახორციელეს. ინფორმაციას სააგენტო „vesti.ru“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი