გერმანიაში სასკოლო ავტობუსი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

გერმანიაში სასკოლო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, შედეგად 43 მოსწავლე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 6 მოსწავლე მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მათი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოახერხეს.
სამართალდამცველების განცხადებით, ავტობუსის მძღოლმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები