შს მინისტრი „ბასიანთან“ დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს

0

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კლუბ „ბასიანთან“  დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს

ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული”,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი