იაპონიის სანაპიროზე 8 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, გარდაცვლილები, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეიდან არიან

იაპონიის სანაპიროზე, დაზიანებული გემი აღმოაჩინეს, რომლის ეკიპაჟის წევრებიდან 8 დაღუპულია, გავრცელებული ინფორმაციით, გემი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეას ეკუთვნის.
სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფმა, დაზიანებული გემი აღმოაჩინა, რომელზეც 7 ადამიანის გვამი იყო, 1 ადამიანის გვამი კი გემიდან 15 მეტრში იპოვეს.
პოლიციის უფროსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, „გვამები საკმაოდ დაზიანებულია და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება“.
„გემზე აღმოვაჩინეთ თამბაქოს ყუთი, რომელზეც კორეული წარწერებია, თუმცა ვერ დავადასტურებთ, რომ გემი ჩრდილოეთ კორეას ეკუთვნის“- განაცხადა პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ჰიროსი აბემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები