აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, საუბარის ძირითადი დრო ორმა ლიდერმა კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ პრობლემებს დაუთმეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს მოუწოდა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, გააძლიეროს.
სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა, ორი ქვეყნის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებიც განიხილეს და მათ გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ndtv.com“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები