პაკისტანში სასულიერო პირმა 14 წლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა
პაკისტანელმა სამართალდამცველებმა კარაჩის რეგიონში, 14 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სასულიერო პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი, რომელიც სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, _ ფაქტის შესახებ, სამართალდამცველებს მსხვერპლის მამამ განუცხადა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
მომხდარს პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ინციდენტი უმოკლეს დროში უნდა გამოიძიონ.