ბელგიაში მომხდარი აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაინგრა – არიან დაშავებულები
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა.
შემთხვევის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 20 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, _ ერთი ბავშვი. მაშველებმა და სამართალდამცველებმა ადგილობრივი მაცხოვრებლები ნანგრევებიდან გამოიყვანეს.