ევროპარლამენტი „ყალბ სიახლეებთან“ ბრძოლას იწყებს
ევროპარლამენტში სპეციალური, „ფეიკ ინფორმაციასთან“ ბრძოლის განყოფილება შეიქმნა. „განყოფილება ევროპარლამენტის რეპუტაციის დასაცავად იმუშავებს, მათ შორის არის „ფეიკ სიახლეებზე“ რეაგირებაც“. ახალ სტრუქტურას მარჯორი ვან დენ ბროკე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ევროპარლამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.