იტალიაში ის ექიმი გაასამართლეს, რომელიც პაციენტებს სოდით „კურნავდა“
იტალიის დედაქალაქის სასამართლომ ხუთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყოფილ ექიმს, რომელიც კიბოსგან განკურნებას პაციენტებს სოდით სთავაზობდა. მისი საქმიანობა ერთ–ერთი პაციენტის გარდაცვალებით დასრულდა.
იტალიური მედიის ცნობით, ტულიო სიმონჩინი დამნაშავედ სცნეს უკანონო სამედიცინო საქმიანობის და არა განზრახ მკვლელობის გამო. მის პარტნიორს, რადიოლოგ რობერტო განდინის მხოლოდ ორი წლის ვადით პირობითი მსჯავრი აკმარეს.
6 წლის წინ, მათი მსხვერპლი, კატანიის 27 წლის მკვიდრი გახდა, რომელსაც ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. განკურნების გზების ძიებაში, მან სიმონჩინის მიმართა და მასთან ტირანაში ჩავიდა, სადაც ექიმი „სასწაულმოქმედ კურსებს“ ატარებდა. ეს კურსები სოდის ინტრავენურ გადასხმას გულისხმობდა. ახალგაზრდა მამაკაცი ორი დღის შემდეგ, გულის შეტევით დაიღუპა, რაც მჟავა–ტუტოვანი ბალანსის დარღვევით იყო გამოწვეული. მისი ოჯახის ადვოკატების განცხადებით, დღევანდელი განაჩენი ოლივოტოს ოჯახის ტკივილიან ისტორიას წერტილს დაუსვამს და მისცემს იმედს, რომ მკურნალობის მსგავსი საშიში მეთოდები აღარ იქნება გამოყენებული.