“Cranberries” სოლისტი მოულოდნელად, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა

როკ ჯგუფ «Cranberrries“–ის სოლისტი დოლორეს ო’რიორდანი 46 წლის ასაკში მოულოდენლად გარდაიცვალა. ცნობილი ხდება, რომ ამ დროს ის ლონდონში ხმის ჩამწერ სტუდიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ მისი ოფიციალური წარმომადგენელი იუწყება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. „ოჯახის წევრები გაოგნებულები არიან მომხდარის გამო და ითხოვენ პრივატულობის დაცვას ამ რთულ მომენტში“–ნათქვამია მისი წარმომადგენლის განცხადებაში.
მომღერლის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვა ირლანდიის პრეზიდენტმა მაიქლს ჰიგინსმა. მისი თქმით, „ყველასთვის, ვისაც ირლანდიული მუსიკა უყვარდა და ვინც მას მხარს უჭერდა, მისი გარდაცვლება დიდი დანაკარგი იქნება“.
ო’რიორდანი კოლექტივს 1990 წელს 18 წლის ასაკში შეუერთდა. 2003 წელს სოლო კარიერა დაიწყო და რამდენიმე ალბომი ჩაწერა. მომღერალი დაქორწინებული იყო ჯგუფ „დურან დურან“–ის ყოფილ მენეჯერთან და ჰყავდა ხუთი შვილი.
„Cranberries“ ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ირლანდიული ჯგუფია, ის განსაკუთრებით პოპულარობით 90–იან წლებში სარგებლობდა. 2003 წელს ჯგუფის წევრებმა დაშლის შესახებ განაცხადეს, თუმცა 5 წლის შემდეგ კვლავ გაერთიანდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები