გია ვოლსკი: ვფიქრობ, უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ვეტოს მხარი არ დაუჭიროს

ვფიქრობ, უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ვეტოს მხარი არ დაუჭიროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
„ვფიქრობ, უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ვეტოს მხარი არ დაუჭიროს. „ევროპის მაუწყებელთა კავშირი“ ავტორიტეტული სტრუქტურაა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და ნათლად განმარტა, თუ რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს. კომერციული რეკლამა შეზღუდული დროით იმ ბადეს ხელს არ შეუშლის, რომელიც სხვა ტელევიზიებს გააჩნიათ. ამას გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებს, სამეურვეო საბჭო არსებობს, რომელიც პროფესიონალებისგან შედგება და გადაწყვეტილებას იღებს. კარგი გამოცდილება გვქონდა, როცა ვეტოს დაძლევაზე უარი ვთქვით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი ისევ თავის პოლიტიკურ პლატფორმას დაუბრუნდა. შეიძლება, თავისი მიდგომა პროფესიონალურად ჩამოაყალიბოს, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი გარკვეულ ჩარჩოებს გასცდა, რასაც პროფესიონალური ანალიზი ჰქვია და გარკვეული პოლიტიკური პოზიცია დაიკავა. დაპირისპირების თემა და თავის მოწონება არსებობს იმ გარკვეული ჯგუფის მიმართ, რომელსაც პრეზიდენტი თავის მოკავშირეებად განიხილავს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დღეს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტში რეკლამისა და შესყიდვების თემა ადეკვატურად არ არის გაწერილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები