მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია

ამ წუთებში, მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში, სადგურ კუსკოვოში, ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სამსახურში აცხადებენ, სადგურის მიმდებარედ მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მიემართებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები