გვატემალაში ჟურნალისტის მკვლელობისთვის დეპუტატი დააკავეს
გვატემალაში, სამართალდამცველებმა მმართველი პარტიის დეპუტატი დააკავეს, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
სამართალდამცვლებმა ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხულიო სუარესი, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დააკავეს.
ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, დეპუტატმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „ მე არაფერი დამიშავებია, ყველაფერი მალე გაირკვევა“.
შეგახსენებთ, რომ გვატემალაში ყოველწლიურად დაახლოებით 6000 ადამიანს კლავენ, რომლებიც ნარკოვაჭრობასთან და კრიმინალურ ქმედებებთან არიან დაკავშირებულნი. ინფორმაციას სააგენტო „thenews.com.pk“ ავრცელებს.