ერდოღანი აშშ-ის მიერ შექმნილი სამხედრო ძალების განადგურებას აპირებს

0

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აპირებს, გაანადგუროს სირიის ჩრდილოეთში, აშშ-ის მიერ შექმნილი „საზღვრის უსაფრთხოების ძალები“. „დღეს ამერიკა ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ქმნის ტერორისტულ ჯარს, რომელიც თურქეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩვენი მიზანი, ამ არმიის მანამ მოხრჩობაა, სანამ არ დაბადებულა. თუ აშშ-ს სურს ამ ველურებთან თანამშრომლობის დამყარება, ეს მათი საქმეა. მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“- განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამოსვლის დროს.
ეროდღანმა აღნიშნა, რომ თურქი სამხედროები გააგრძელებენ აფრინში სირიელი ქურთების თავდაცვის ძალების პოზიციების მიმართულებით სროლას. მისი თქმით, იქ ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ წუთას დაიწყოს.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ კოალიცია სირიაში „საზღვრის უსაფრთხოების ძალებს“ მისი კონტროლის ქვეშ არსებული ზონის დასაცავად ქმნის. მათი მიზანი „იგილ“-ის თავისუფალი გადაადგილების და უკანონო მასალების გადატანის აღკვეთაა. აღნიშნული ძალები მდინარე ევფრატის, ირანისა და თურქეთის საზღვრების გასწვრივ უნდა განლაგდეს.

კომენტარები

კომენტარი