თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, დღეს ოფიციალური ვიზიტით პაკისტანს ეწვევა, სადაც შეხვედრას მის პაკისტანელ კოლეგასთან გამართავს.
მინისტრების ოფიციალური შეხვედრა, ძირითადად, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხება, ასევე გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ნდობის ფაქტორიდან გამომდინარეობს.
„ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, გააძლიერებს ურთიერთობის გაღრმავებას და ეკონომიკურ პარტნიორობას“, _ აღნიშნა რაშიდ მერედოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები