ინდოეთში მომხდარ ავტოავარიას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში ავტოავარია მოხდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი, ინდოეთში გავრცელებულ 3-ბორბლიან სამგზავრო „Rickshaw“-ს შეეჯახა, შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ავტოავარია მოხდა, სამბორბლიანი სამგზავრო ტრანსპორტის მგზავრები რელიგიური ფესტივალიდან შინ ბრუნდებოდნენ.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
პოლიციის განცხადებით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც „მომაკვდინებელი გზების“ რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მოუხერხებელი და გაფუჭებული გზების გამო, ერთი წლის განმავლობაში 150 000-მდე ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას სააგენტო „thenews.com.pk“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები