ფლორიდაში კაზინოს გემს, რომელზეც 50 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა

ფლორიდაში კაზინოს გემს ცეცხლი გაუჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც თავის გადარჩენა ზღვაში გადახტომით მოახერხეს. ინფორმაციას „.nbcnews.com“ ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, სანაპიროზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. ამ დროისთვის, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კაზინოს გემის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ხანძარი ადგილობრივი დროით 3:30 წუთზე გაჩნდა.
სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს, ამ დრომდე ხანძრის გაჩენის მიზეზი
ცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები