კამერუნში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

კამერუნში სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა, დაშავებულთა შორის რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ინფორმაციას „bostonherald.com“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ავტობუსის მძღოლსა და კიდევ 4 ადამიანს არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, 70-მგზავრიანი ავტობუსი, რომელიც ხეს შეეჯახა, არარეგისტრირებული იყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები გამოძიებას აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები