„კომუნიზმი ქრისტიანობას ჰგავს, ლენინი კი წმინდანია“ _ ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომუნიზმი ქრისტიანობას შეადარა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლენინი „წმინდანია“. ინფორმაციას სააგენტო „.express.co.uk“ ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კომუნისტური იდეოლოგია, რელიგიის მსგავსია, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობაზე, რომელსაც საკუთარი „წმინდა წერილი“ აქვს.
დოკუმენტურ ფილმ „Valaam“-ზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ „რწმენა ყოველთვის გვეხმარებოდა მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი რთულ მდგომარეობაში იყო“.
„საბჭოთა პერიოდში ხოცავდნენ მღვდლებს, ანადგურებდნენ ეკლესიებს, მაგრამ ამავე დროს შეიქმნა ახალი რელიგია-კომუნისტური იდეოლოგია, რომელიც ძალიან ჰგავს ქრისტიანობას“, _ განაცხადა პუტინმა.
ბოლშევიკური პარტიის ლიდერი, ვლადიმერ პუტინმა, ქრისტიან წმინდანებს შეადარა და აღნიშნა, რომ ლენინის მავზოლეუმში ყოფნა, მართლმადიდებელ წმინდანთა ნაწილებისგან არ განსხვავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები