პერუში მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა

პერუში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაშავდა, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 4:18 წუთზე მოხდა, რამაც უამრავი საცხოვრებელი სახლისა და შენობა-ნაგებობის ნგრევა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მათ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
პერუს პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ განაცხადა, რომ ყველანაირი სახის დახმარებას გაუწევს დაზარალებულებს და მზად არის, რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები