ერაყში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად კი 35-მდე ადამიანი დაიღუპა. „BBC“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 90 ადამიანი დაშავდა.
ბაღდადი 2014 წლიდან „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეა, რომლებიც აფეთქებებსა და შეიარაღებულ თავდასხმებს ახორციელებენ. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები