გომბორის გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმი, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იყო მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები